მოპირკეთების რემონტი და გაწმენდა – კერამიკული ფილის გაკვრა, ქვიშა ცემენტი “რასტვორი”

არც ისე დიდი ხნის წინ კერამიკულ ფილას, მარტივად, კი კაფელსა და მეტლახს ქვიშისა და ცემენტის ნაზავით აკრავდნენ. თუმცა რაც არ უნდა ოსტატურად გაეკრათ, რაღაც პერიოდის შემდეგ აბაზანაში შესულებს, ამოღებული კბილივით გვხვდებოდა ამოვარდნილი ფილები კედლებსა თუ იატაკზე.

საბედნიეროდ ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ჩვენ უკვე გვაქვს სპეციალური ხსნარები, რომლებიც კერამიკულ ფილას ადგილზე დიდი ხნით „ასიკვდილებენ“.

ამ ხსნარის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია:

  1. ფილის ზომა და მასალა
  2. ფილის ექსპლუატაციის პირობები
  3. თუ რა ზედაპირზე ეკრობა ფილა

თუ თქვენ დიზაინით დიდი ზომის ფილა გაქვთ გათვალისწინებული, გახსოვდეთ, რომ ის მძიმეა. ამიტომ ხსნარი უნდა იყოს ზემდგრადი. ეს თვისება დატანებულია შეფუთვაზე და ყურადღება მისაქცევია. ასეთი ზემდგრადი წებოები უფრო ძვირია.

ზოგადად წებოები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

  • პირველი ჯგუფი: მარტივი ქვიშა-ცემენტის ხსნარი, რომელიც გარე სამუშაოებისთვის გამოიყენება. ის მშრალ და ზომიერად ნოტიო სივრცეში გამოიყენება.
  • მეორე ჯგუფი: ელიტური ცემენტისა და წებოს ნაზავი, შიდა სამუშაოებისთის. ასეთ ხსნარს ელასტიური სტრუქტურა აქვს. ის სხვადასხვა ტემპერატურასა და ნესტიანობას უძლებს.
  • მესამე ჯგუფი: ყინვაგამძლე ხსნარები. ისინი ბუხრების მოსაპირკეთებლად გამოიყენება, ასევე აუზების, მოზაიკის, მარმარილოს მოპირკეთებისას.

კერამიკულ ფილებს ნებისმიერ ზედაპირებზე ამაგრებენ. ის შეიძლება იყოს მარტივი, ან რთული. მარტივია ბეტონი, აგური, ცემენტის მოჭიმულობა. რთულია ლითონის ზედაპირი, პლასტიკი, გიფსოკარდონი.

საშუალოდ ერთ კვადრატულ მეტრზე 5 კგ მშრალი წებო გამოიყენება. ამ ციფრის ცოდნა ბიუჯეტს დაგიზოგავთ.

წებოცემენტი წყალში იხსნება და გამოსაყენებლად ადვილია.

მოპირკეთების რემონტი და გაწმენდა.

შენობის და ნაგებობის ექსპლუატაციის პროცესში ატმოსფერული მოვლენების ზემოქმედებისაგან ხდება საპირე წყობის გამოფიტვა და მათი რემონტის პროცესში წყობის ნაწილის შეცვლა. ამისათვის ძველ წყობაში, მისი საპირე ზედაპირის დაშლის შემდეგ, დაშლილ ზედაპირზე ბიჯით 4-5 რიგი ამოიჭრება წყვეტილი ნაღარები, სიღრმით 1/2 აგური, რომლებშიც შემდეგ დაიგება საპირე წყობის მოპირკეთების განივი რიგები. კედლის გამოფიტული ნაწილი იშლება მთლიანად და იცვლება წყობაში მოპირკეთების აგურები. თუ დაშლილი წყობის ძველი აგურები არ არის დაზიანებული, წყობის აღდგენისათვის შეიძლება მათი მეორედ გამოყენება.

მოპირკეთების წინ წყობის ზედაპირი იწმინდება მტვრისაგან და ირეცხება წყლის ჭავლით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება წყობასა და მოპირკეთებას შორის მტკიცე შეჭიდულობა.

წყობის და მოპირკეთების აღდგენისას ნაკერები და ღრეჩოები მთლიანად უნდა იყოს შევსებული დუღაბით და ნაკერების განაწიბურება შესრულდეს ძველი წყობის ანალოგიურად.

კედლების მოპირკეთების ფილების შეცვლისას უნდა მოიხსნას ძველი ფილები და წყობის ზედაპირი იქნეს გასწორებული, ყველა უსწორმასწორობები მოიჭრას ღოჯით ან მექანიკური სანგრევი ჩაქუჩით. წყობის ზედაპირის გაწმენდის და გარეცხვის შემდეგ აკრავენ მოპირკეთების ახალ ფილებს.

მოპირკეთებაში ცალკეული ადგილების რემონტისათვის მოიხსნება დაზიანებული ფილა, ღოჯით ამოიჭრება 1-2 მმ სიღრმეზე ძველი დუღაბი, გაიწმინდება ზედაპირი მტვრისაგან და ცემენტ-წებოების გამოყენებით დაიგება ახალი ფილა.

ექსპლუატაციის პროცესში შენობის ფასადის მოპირკეთება კარგავს პირვანდელ სახეს, ფერს: მარილების დანალექი და მტვერი ქმნის მოპირკეთებაზე ჭუჭყიან ნადებს. ამიტომ, დროთა განმავლობაში მოპირკეთების ზედაპირებს სჭირდება გაწმენდა ან გარეცხვა. ზედაპირების გაწმენდას აწარმოებენ კვარცის ქვიშის ჭავლით, რომელიც მიეწოდება წნევით მოპირკეთების ზედაპირზე და აშორებს მას ჭუჭყის ნადებს. მოპირკეთების ზედაპირების გაწმენდა შესაძლებელია აგრეთვე სხვადასხვა სახის სახეხი მანქანებით.

კედლების მორეცხვა შეიძლება უბრალო წყლით, ან საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ხსნარებით (მაგალითად, ხსნარით ~SUPER KLEAN` ”600 DETERGENT”. წყობაში ნაკერები იწმინდება ხელით, შემდეგ ხდება მისი მორეცხვა. მორეცხვის შემდეგ ჯაგრისით იწმინდება მოპირკეთების მთელი ზედაპირი.

Write a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *