სამშენებლო კოეფიციენტები – k1, k2, k3 – რა არის და რას ნიშნავს ის მშენებლებისთვის

თბილისში მშენებლობის დასაწყებად აუცილებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის განსაზღვრა, რომელიც არსებობს 3 სახის:K1,K2 და K3.

 

კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ განაშენიანების რამდენი კვ.მ-ია დასაშვები ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე…

K1 (მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1)

მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება. კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის მიწისპირა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით.  იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობას არ გააჩნია მიწისპირა სართული მაშინ კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით.

მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის:

ა) შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი;
ბ) ქუჩის ზედაპირის დონეზე, შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელი;
გ) შენობა-ნაგებობები, როლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას.

შენიშვნა: კ-1 კოეფიციენტი მრგვალდება მეათედის სიზუსტით (სწორია 0.1; 1.5; არასწორია 0.12;0.34 და ა.შ.).

 

განვიხილოთ მაგალითი:

მიწის ნაკვეთის ფართია : 200 კვ.მ, K1 კი დადგენილია და =0.5-ს, ე.ი. მივიღებთ : 200*0.5=100-ს, მაშასადამე შეგვიძლია მიწის ნაკვეთის 100კვ.მ-ს ათვისება..

K2 (მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2)

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს, ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის ძირთადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამურ ფართობს.

კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი გამოითვლება ქვემოთ განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის გარე კონტურში მოქცეული ზედაპირის ფართობი – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ბ) არასრული სართულის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის 1/2-ით;
გ) სხვენში, რომელშიც მოწყობილია ისეთი მანსარდა, რომელიც წარმოადგენს სრულ სართულს, მაშინ ასეთი მანსარდა – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის ასეთი სხვენის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის 3/4-ით;
დ) სხვენში, რომელშიც მოწყობილია ისეთი მანსარდა, რომელიც წარმოადგენს არასრულ სართულს, მაშინ ასეთი მანსარდა – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის ასეთი სხვენის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის 1/3-ით;
ე) მიწისპირა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ 2 -ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ვ) შენობისა და ქუჩის ზედაპირის გადაკვეთის დონე(ებ)ზე, შენობაში ავტომობილის გასასვლელად მოწყობილი გვირაბის გზის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 50 მ 2 -ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ზ) პირველ მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირთადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ 2 -ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
თ) პირველი მიწისზედა სართულის გარდა, სხვა მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 40 მ2 -ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ი) აივანის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც გამოწეულია შენობა-ნაგებობის ფასადის გარე კედლიდან 1,5 მ-ზე მეტი მანძილით – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
კ) ვერანდის, ერკერის, ლოჯის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად.

კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი მრგვალდება მეათედის სიზუსტით.

განვიხილოთ მაგალითი:
K2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, რაც გამოითვლება შემდეგნაირად:თუ მიწის ნაკვეთი 200 კვ.მ-ია, ნორმატიული კ2 = 2.0, საპროექტო კ2-ს მივიღებთ : 200*2=400 კვ.მ (ესეიგი შენობის სართულების საერთო ფართი არუნდა აღემატებოდეს 400 კვ.მ-ს.

K3 (მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი)

მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული, ან გადაფარული რაიმე წყალგაუმტარი (სამშენებლო თუ სხვა) მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს რაიმე ნაგებობა, ან სათავსი და რომელიც განკუთვნილია გამწვანებისათვის.

მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთის გამწვანებული ზედაპირის, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მინიმალური მაჩვენებელი.

განვიხილოთ მაგალითი:
თუ მოცემულია ნორმატიული კ-3=0.10, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართობია 1000 კვ.მ, მაშინ მინიმალური გამწვანებული ტერიტორიის ფართობი უნდა იყოს 1000*0.1=100 კვ.მ.

კ-3 კოეფიციენტის დამრგვალებაც შესაძლებელია მეათედი სიზუსტით.

1 Comment

  • ლადო

    მადლობა კარგი განმარტებები იყო

  • Write a Comment

    Your email address will not be published. Required fields are marked *