ბრტყელი წამწეების (ფერმების) გაანგარიშების საფუძვლები – შესავალი

შესავალი

სტრუქტურას, რომელიც შექმნილია ბოლოებით შეერთებული ელემენტებისგან რათა შეიქმნას მყარი სტრუქტურა ეწოდება წამწე (იგივე ფერმა, იხ სურათი 1). წამწეები ძირითადად გამოყენებულია ხიდებში, სახურავებში და სხვა მექანიზმებში. ისინი შედგება სამკუთხედის ფორმის ერთეულების ერთობლიობისგან. წამწის შეერთებებს აქვთ მაღალი ზიდვის უნარი და გამოიყენება დატვირთვების საყრდენებზე გადასატანად (კოჭებზე, სტრუქტურულ/მზიდ კედლებზე ან ფუძეზე). ზოგადად, წამწეები გამოიყენება:

  • მაღალი მალის მისაღებად;
  • სტრუქტურის წონის შესამცირებლად;
  • დეფორმაციების შესამცირებლად;
  • მძიმე დატვირთების საზიდად.

 

სურათი 1 – წამწეები სახურავზე და ხიდზე

როგორც წესი, წამწეები შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან (სურათი 2):

  1. ზედა ქორდა / ნივნივა
  2. ირიბანა
  3. ქვედა ქორდა / შემკვრელი

 

სურათი 2 – წამწის ძირითადი კომპონენტები

 

ლითონის გამოყენების შემთხვევაში, მის ელემენტებად ძირითადად გამოყენებულია ტ-სებრი კოჭები, შველერები და კუთხოვანები ხოლო სხვა მატერიალის გამოყენებისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს განსხვავებული კვეთის მქონე კოჭები. ელემენტების შეერთება ხდება შედუღებით, მოქლონვით ან ჭანჭიკის გამოყენებით (ხის კონსტრუქციებში შეიძლება გამოყენებული იქნას ე.წ. ლურსმნის ფირფიტა ხოლო ლითონის კონსტრუქციებში ე.წ. ლითონის ანკერი “gusset plate”. იხ სურათი 3).

 

სურათი 3 – ელემენტების შეერთების კვანძები

 

წამწეს, რომლის სტრუქტურული ელემენტები განლაგებულია ერთ სიბრტყეზე, ეწოდება ბრტყელი წამწე. ასევე არსებობს სივრცითი წამწე, რომლის ელემენტები განლაგებულია სხვადასხვა სიბრტყეში როგორც ნაჩვენებია სურათი 4 -ში.

 

სურათი 4 – ბრტყელი წამწე და სივრცითი წამწე

 

ხიდებში წამწეებს, როგორც წესი, იყენებენ წყვილებად. თითოეული მათგანი კონსტრუქციის ერთ მხარესაა განლაგებული (ერთი გზის მარჯვნივ მეორე მარცხნივ), როგორც ნაჩვენებია ტიპიური კონსტრუქცია სურათი 1-ზე.

Write a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *