მწვანე ხაზები – თბილისში სამშენებლო საქმიანობის წარმოება კიდევ იზღუდება –

მამუკა მდინარაძე და კახა კუჭავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით „მწვანე ხაზები“ გამოდიან, რომელიც იმ კანონის გამკაცრებას გულისხმობს, რომელიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს არეგულირებს.

ამ ინიციატივის თანახმად, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა. კანონის დონეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცული იქნება ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებული ბაღები, სკვერები და პარკები, რომელთა კოორდინატები პირდაპირ მითითებული იქნება კანონში, რაც სიახლეა და აქამდე გათვალისწინებული არ იყო. ცვლილებები ამ კანონში განხორციელდება პერიოდულად და ეტაპობრივად დაემატება ტერიტორიები, რომელთან დაცვა ქალაქების გამწვანების შესანარჩუნებლად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში კოეფიციენტების გადაჭარბება და გაზრდილი K2-ის გაყიდვა აიკრძალა.

Write a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *