რა არის სენდვიჩ პანელები – ინდუსტრიული მშენებლობის საშენი მასალები

სენდვიჩ პანელები წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო (მათ შორის ქართულ) ბაზარზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინდუსტრიულ მშენებლობაში სენდვიჩ პანელებმა ჩაანაცვლა ტრადიციული სამშენებლო მასალები. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქცია მისი მარტივი დემონტაჟის და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ფასს, სენდვიჩ პანელების ფასი დამოკიდებულია მის ტექნიკურ მონაცემებსა და სტანდარტებზე. არსებობს მრავალი ტიპის პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები, მაგრამ მათგან გამოარჩავენ 3 ტიპს: სახურავის სენდვიჩ პანელები, კედლის სენდვიჩ პანელები და სამაცივრე სენდვიჩ პანელები. 5 ან 3 კეხიანი სახურავის სენდვიჩ პანელები საუკეთესო მასალას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, კომერციული და საჯარო ნაგებობების გადახურვისთვის. კედლის პანელის აწყობა შესაძლებელია თქვენი გემოვნების და მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ პანელების გამოყენება განსაზღვრავს ახალი ტიპის სადა, მარტივ და თანმიმდევრულ არქიტექტურას. სამაცივრე სენდვიჩ პანელი ფართოდ გავრცელებულია სამაცივრე და საყინულე სათავსოების მშენებლობისათვის. სენდვიჩ პანელის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი საშუალებას გვაძლევს ავაშენოთ ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის სამაცივრე და საყინულე სათავსო. ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია, რომ სენდვიჩ პანელები საკმაოდ გამძლე მასალაა, და ამ თვისებით არც რკინა-ბეტონს ჩამოუვარდება.

სენდვიჩ პანელი არის მოთუთიებულ ლითონის ფურცლებს შორის პოლიურეთანის ქაფით შევსებული სამშენებლო მასალა. სენდვიჩ პანელი გამოირჩევა თბოიზოლაციით და მასალის მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობით. სენდვიჩ-პანელი არის უნიკალური თვისებების მქონე სამშენებლო მასალა. მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, სენდვიჩ პანელი ხასიათდება უსაფრთხოების მაღალი დონით; არის მსუბუქი მასალა, რაც განაპირობებს მისი ტრანსპორტირების, გადმოტვირთვის და მონტაჟის ღირებულების შემცირებას. სენდვიჩ პანელის გამოყენებით მშენებლობის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ტრადიციული სამშენებლო მასალების მეშვეობით.

         უპირატესობები :

• ბგერათაიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი

• კონსტრუქციის სიმსუბუქე

• ტვირთგამძლეობა

• ნესტგამძლეობა

• თბოიზოლაცია

• ცეცხლგამძლეობა

• კონსტრუქციის სიმარტივე

• პორტაბელურობა

• მრავალჯერადი გამოყენება

• ინსტალაციის სისწრაფე

• მარტივია სისუფთავის შენარჩუნება

 

 

 

 

სისქის მიხედვით, სენდვიჩ პანელები უმეტესწილად შეიძლება შეგხვდეთ შემდეგი სისქის: 40, 50, 60, 80, 100, 120, 150, 200 მმ იანები.

სენდვიჩ პანელების გამოყენება შეიძლება როგორც სამრეწველო/ინდუსტრიული, ასევე სამოქალაქო მშენებლობაშიც, კერძოდ:

ინდუსტრიული შენობების მშენებლობა:

• სასაწყობე და საწარმოო შენობები
• სამაცივრე და საყინულე სათავსოები
• კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი კონტეინერები
• არსებული შენობების თბოიზოლაციური შეფუთვა

სამოქალაქო შენობების მშენებლობა:

• საცხოვრებელი კონტეინერები
• გადახურვა
• საცხოვრებელი კოტეჯები
• ავტოფარეხები

სენდვიჩ პანელების კოსნტრუქციის დეტალიზაცია

 

სენდვიჩ პანელებით აშენებული სამოქალაქო შენობა

Write a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *