აგურის მზიდი კედლები და მონოლითური რკინა ბეტონის სეისმური სარტყელი

სეისმომედეგი მშენებლობა აგურის მზიდი კედლებით – სამშენებლო ნორმების და წესების (სნ და წ) – „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01-09)

საქართველოს მთელი ტერიტორიის სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობის გამო, ეს სამშენებლო ნორმები და წესები ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე როგორც ახალმშენებარე, ასევე სარეკონსტრუქციო, გასაძლიერებელი და აღსადგენი საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობა-ნაგებობების დაპროექტებაზე. ქვემოთ მოცემული პუნქტები აღებულია საქართველოს ეკონომიკის სამინსიტროს ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლო ნორმები და წესებიდან (პ.ნ 01.01-09) და ეხება შენობებს, ინდუსტრიული წესით დამზადებული აგურის, ქვის და ბეტონის ბლოკების მზიდი კედლებით.

1. მზიდი და თვითმზიდი კედლებისათვის, აგრეთვე კარკასის შევსებისათვის, რომელიც მონაწილეობს სეისმური ზემოქმედების მიღებაში, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი საკედლე მასალა:

ა) გამომწვარი თიხის სრულტანიანი და ღრუტანიანი აგური მარკით 75 და მეტი;

ბ) კერამიკული ქვები მარკით არა უმცირეს 100, ვერტიკალური ხვრელებით, რომელთა დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 20 მმ-ს, ხოლო სიცარიელე 25% -ს;

გ) სრულტანიანი და ღრუტანიანი მცირე ზომის ბეტონის ბლოკები დამზადებული მსუბუქი ბეტონისაგან, 50 და მეტი მარკით;

დ) ბუნებრივი ქვისაგან (კირქვა, ნიჟარქვა, ტუფი) დამზადებული სწორი ფორმის მცირე ზომის ბლოკები, მარკით არა უმცირეს 50-ისა. ორ სართულამდე სიმაღლის შენობებში 7- ბალიან სამშენებლო მოედანზე დასაშვებია არა უმცირეს 35 მარკის მქონე ბუნებრივი ქვისაგან დამზადებული მცირე ზომის ბლოკების გამოყენება;

ე) მზიდ და არამზიდ ელემენტებში იკრძალება სილიკატური აგურის გამოყენება.

2. წყობაში გამოყენებული ცემენტის შერეული ხსნარის სიმტკიცე უარყოფითი ტემპერატურის პირობებში არ უნდა იყოს 50-ზე ნაკლები, ხოლო სხვა შემთხვევაში 25-ზე ნაკლები. წყობის განხორციელება 7 და 8-ბალიან სეისმურ ზონებში ზამთრის პირობებში დასაშვებია დუღაბში სპეციალური დანამატების გამოყენებით, რომლებიც დუღაბის გამაგრებას უზრუნველყოფენ უარყოფით ტემპერატურაზე. 9-ბალიან სეისმურ ზონაში იკრძალება წყობის განხორციელება უარყოფითი ტემპერატურისას.

3. აგურის ან ქვის (შემდგომში მოხსენიებული როგორც აგურის) წყობა უნდა განხორციელდეს ერთრიგიანი ჯაჭვური გადაბმით. 7-ბალიან სამშენებლო მოედნებზე დასაშვებია მრავალრიგიანი წყობის გამოყენება იმ პირობით, თუ წყობის ყოველი 3 გრძივი რიგი გადაიხურება ერთი განივი რიგით.

4. აგურის წყობის სეისმურ ზემოქმედებაზე წინაღობის გაწევის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს გადაუბმელი ნაკერის მიმართ წყობის ღერძულ გაჭიმვაზე დროებითი წინაღობის (ნორმალური შეჭიდულობის) ძალა Rnt, რომლის მნიშვნელობა უნდა იყოს Rnt = 120კპა (1,2კგ/სმ​2). ნორმალური შეჭიდულობის ძალის აღნიშნული სიდიდის (Rnt =120კპა) მისაღწევად მშენებლობის პროცესში დაცული უნდა იყოს აგურის წყობის შესრულების წესები და საჭიროების შემთხვევაში ხსნარი უნდა მომზადდეს სპეციალური დანამატების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხსნარის აგურთან შეჭიდულობის ძალის სიდიდის გაზრდას. მშენებლობის დროს ყოველი სართულის სამ ადგილას უნდა შემოწმდეს ნორმალური შეჭიდულობის ძალის ფაქტობრივი სიდიდე. იმ შემთხვევაში თუ ობიექტზე არ ხერხდება შეჭიდულობის ძალის აღნიშნული სიდიდის                        (Rnt =1,2კგ/სმ​2) უზრუნველყოფა, იკრძალება აგურის წყობის გამოყენება.

 5. წყობის საანგარიშო წინაღობის მნიშვნელობები Rt (ღერძული გაჭიმვა), RSg (ჭრა), Rtw (გაჭიმვა ღუნვის დროს) გადაბმული ნაკერისათვის უნდა განისაზღვროს ქვისა და არმოქვის კონსტრუქციების დაპროექტების მოთხოვნების საფუძველზე, ხოლო გადაუბმელი ნაკერებისათვის ქვემოთ მოყვანილი ფორმულებით:

R= 0,45Rnt;

Rsq = 0,70 Rnt ;

Rtw = 0,80 Rnt ;

სადაც, ღ სიდიდე უნდა დაინიშნოს მშენებლობის რაიონში ჩატარებული ექსპერიმენტული გამოცდის შედეგების მიხედვით.

 , ღ სქ , ღ ტწ მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდეს აგურის ან ქვის რღვევის შესაბამის მნიშვნელობებს.

6. აგურის შენობების სეისმურ ზემოქმედებაზე წინაღობის გაზრდის მიზნით წყობაში გამოყენებული გაძლიერების ღონისძიებების გათვალისწინებით წყობები იყოფა 3 ტიპად:

ა) I – აგურის წყობა გაძლიერების გარეშე;

ბ) II – აგურის წყობა გაძლიერებული დაარმატურებით;

გ) III – აგურის წყობა გაძლიერებული კომპლექსური კონსტრუქციებით.

7. ყველა ტიპის აგურის შენობისათვის აუცილებელ ანტისეისმურ ღონისძიებას წარმოადგენს სახურავისა და გადახურვების დონეზე (ან მის ქვეშ) გრძივი და განივი კედლების პერიმეტრზე ანტისეისმიური სარტყლის მოწყობა. სარტყელი უნდა მოეწყოს მონოლითური რკინაბეტონისაგან უწყვეტი დაარმატურებით. იმ შენობებში, სადაც გადახურვების დაპროექტება ხდება მონოლითური რკინაბეტონის ფილის გამოყენებით და გადახურვა კონტურით დაყრდნობილია კაპიტალურ კედლებზე, სარტყლის მოწყობა არ არის სავალდებულო. ზედა სართულის სარტყელი და მონოლითური რკინაბეტონის ფილა უნდა დაუკავშირდეს კედლის წყობას რკინაბეტონის ანკერებით. ანტისეისმური სარტყელი უნდა მოეწყოს ყველა სართულზე კედლის მთელ სიგანეზე. 500 მმ და მეტი სიგანის გარე კედლებში სარტყლის სიგანე შეიძლება იყოს 150 მმ-ით ნაკლები. სარტყლის სიმაღლე არ უნდა იყოს 150 მმ-ზე ნაკლები, ხოლო ბეტონის კლასი არა ნაკლები В12,5 -ისა. ანტისეისმური სარტყელები უნდა დაარმატურდეს 4d10 გრძივი არმატურის ღეროებით 7 და 8-ბალიანი საანგარიშო სეისმურობის დროს, ხოლო 9- ბალიანი საანგარიშო სეისმურობისას 4 d12 ღეროებით.

 8. დაარმატურებით გაძლიერებულ (II ტიპის შენობებში) კედლების შეუღლების ადგილებში წყობაში უნდა ჩალაგდეს მავთულბადეები, რომელთა გრძივი არმატურის განივკვეთის ფართი არ უნდა იყოს 1 სმ​2-ზე ნაკლები და სიგრძით არა ნაკლები 150 სმ. 7 და 8-ბალიანი რაიონებისათვის მავთულბადეებს შორის მანძილი სიმაღლეში არ უნდა აღემატებოდეს 70 სმ-ს, ხოლო 9-ბალიანი რაიონებისათვის 50 სმ-ს.

9. კომპლექსური კონსტრუქციების გამოყენების შემთხვევაში (III ტიპის შენობებში) აგურის კედლები უნდა გაძლიერდეს წყობასთან ერთობლივად მომუშავე რკინაბეტონის დგარებით, რომლებიც ეწყობა კედლების გადაკვეთის კვანძებში. დგარები ბეტონდებიან კედლებთან ერთდროულად და მათი გადაბმა წყობასთან არმატურის ნაშვერებით ხდება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ანალოგიურად, გამოყენებული ბეტონის კლასი არ უნდა იყოს B15-ზე ნაკლები.

10. გაძლიერების გარეშე აგურის წყობის შემთხვევაში (I ტიპის შენობებში) სართულის სიმაღლის შეფარდება კედლის სისქესთან არ უნდა იყოს 10-ზე მეტი, დაარმატურებით გაძლიერებულ შენობებში აღნიშნული სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 12-ს, ხოლო კომპლექსური კონსტრუქციებით გაძლიერებულ შენობებში 15-ს.

11. აგურის შენობების სიმაღლე და სართულიანობა არ უნდა აღემატებოდეს 1-ელ ცხრილში მოყვანილ მონაცემებს.

12. განივ კედელსა ან მათ შემცვლელ რკინაბეტონის ჩარჩოებს შორის მანძილი დგინდება ანგარიშით და არ უნდა აღემატებოდეს მე-2 ცხრილში მოყვანილ მნიშვნელობებს.

13. ორ სართულზე მეტი სიმაღლის შენობებისათვის, თუ გრძივ გარე კედლებს შორის მანძილი აღემატება 7 მ-ს, აუცილებელია შიგა გრძივი კედლის მოწყობა.

14. მზიდი და თვითმზიდი აგურის კედლების ელემენტების ზომები დგინდება გაანგარიშებით და უნდა აკმაყოფილებდეს მე-3 ცხრილში მოყვანილ სიდიდეებს.

15. ორ სართულზე მეტი სიმაღლის ქვის შენობებში 9-ბალიან სეისმურ ზონაში კიბის უჯრედიდან გამოსასვლელი უნდა მოეწყოს შენობის ორივე მხარეს. 8 და 9-ბალიანი სეისმურობის დროს კიბის უჯრედის კედლებში კარებისა და ფანჯრების ღიობები საჭიროებს რკინაბეტონით მოჩარჩოებას. კიბის ბაქნები და მათი კოჭები საჭიროა ჩაანკერდეს კედლის წყობაში არა უმცირეს 250 მმ სიღრმეზე. აუცილებელია კიბის ჩანების და ასაწყობი მარშების ჩამაგრების გათვალისწინება და კიბის ბაქნების დაკავშირება შენობის გადახურვის კონსტრუქციასთან. კედლებში ჩამაგრებული კონსოლური საფეხურების მოწყობა დაუშვებელია.

16. ზღუდარები უნდა მოეწყოს კედლის მთელ სისქეზე და ჩამაგრდეს წყობაში არა უმცირესი 350 მმ სიღრმეზე. თუ ღიობის სიგანე არ აღემატება 1,5 მ-ს, დასაშვებია ზღუდარების ჩამაგრება კედლებში 250 მმ სიღრმეზე.

 

შენობის მზიდი კონსტრუქციები

(კონსტრუქციული სქემები)

შენობის სართულიანობა
მოედნის სეისმურობა ბალებში
7 8 9
1. ლითონის კარკასი კავშირიანი ან დიაფრაგმებით  

24

 

20

 

16

2 მონოლითური რკინაბეტონის კედლებით 20 16 14
3. რკინაბეტონის კარკასი:

ა) კავშირიანი, რკინაბეტონის დიაფრაგმებით ან სიხისტის ბირთვებით

ბ) ჩარჩოვანი აგურის ან მცირე ზომის ბლოკების შევსებით

გ) ურიგელო კარკასი, რკინაბეტონის დიაფრაგმებით ან სიხისტის ბირთვით

დ) ჩარჩოვანი, რომელთა კედლების შევსება არ ახდენს გავლენას კარკასის სიხისტეზე

ე) კარკასი თვითმზიდი აგურის კედლებით

 

16

 

9

9

 

6

 

4

 

12

 

7

7

 

5

 

3

 

9

 

5

5

 

4

 

2

  4. რკინაბეტონის მსხვილპანელური კედლებით  

14

 

12

 

9

  5. მოცულობითი ბლოკური შენობები 12 9 7
  6. მსხვილბლოკური შენობები 7 6 5
  7. კედლები კომპლექსური კონსტრუქციებით (აგური, მცირე ბლოკები)  

6

 

5

 

4

  8. კედლები აგურის ან მცირე ზომის ბლოკების წყობით გაძლიერებული დაარმატურებით  

5

 

4

 

3

  9. კედლები აგურის ან მცირე ზომის ბლოკების წყობით გაძლიერების გარეშე  

4

 

3

 

2

  10. ხის შენობები 3 2 1
  11. შენობები ადგილობრივი მასალისაგან 2 1 1

ცხრილი 1

 

 

შენობის კედლების ტიპი

მანძილი მეტრებში
საანგარიშო სეისმურობა ბალებში
7 8 9
1. აგურის წყობის I და II ტიპი 12 9 6
2. აგურის წყობა გაძლიერებული კომპლექსური კონსტრუქციებით (III ტიპი)  

15

 

12

 

9

ცხრილი 2

 

 

კედლის ელემენტები

მანძილი მეტრებში
საანგარიშო სეისმურობა ბალებში
7 8 9
1 შუაკედლისების სიგანე არა უმცირეს 0,77(0,8) 1,16(1,2) 1,55(1,6)
2 ღიობების სიგანე არა უმეტეს 3,5 3,0 2,5
3 შუაკედლისის სიგანის შეფარდება ღიობის სიგანესთან არა ნაკლები 0,33 0,5 0,75
4 გეგმიდან კედლების გამონაშვერი არა უმეტეს 2,0 1,0 0

ცხრილი 3

შენიშვნები:

1. კუთხის შუაკედლისების სიგანე უნდა გაიზარდოს 25სმ-ით.
2. უფრო მეტი სიგანის ღიობები საჭიროებს რკინაბეტონით მოჩარჩოებას.
3. ზომები მოცემულია აგურის კედლებისათვის, ფრჩხილებში ბეტონის მცირე ზომის ბლოკებისათვის.)

Write a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *