შპს "ქრიზოლითი +" არის A ტიპის ინსპექტირების ორგანო (ცნობილი როგორც "ექსპერტიზის ბიურო"), რომელიც დაარსდა 2014 წელს და 2016 წლიდან მიღებული აქვს ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტით აკრედიტაცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საქმიანობა აღიარებულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, როგორც მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კონფიდენციალური შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება. ამჟამად, ქრიზოლითი+ აკრედიტირებულია შემდეგ სფეროებში:

  • ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება
  • ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება
  • შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2‐ ის მიხედვით)
  • სამშენებლო ობიექტის პროექტის (შენობების, ნაგებობების, ხიდების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების და სხვა ხაზობრივი ნაგებობების )ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება /ინსპექტირება. მათ შორის: საინჟინრო ქსელები (წყალმომარაგება, კანალიზაცია ,წყალანირება) და მათი ტექნოლოგიური ნაწილი; საინჟინრო ქსელები (ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა) და მათი ტექნოლოგიური ნაწილი; ხიდები; არქიტექტურული ნაწილი; კონსტრუქციული ნაწილი; საინჟინრო გეოლოგიური კვლევა/დასკვნა.

შპს "ქრიზოლითი +"-ს პროფესიონალიზმს განსაზღვრავს მისი თანამშრომლების და ტოპ მენეჯმენტის ინტელექტი, გამოცდილება და იმ ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც როგორც აკრედიტირებულ ორგანიზაციას, ვალდებულებად აქვს მიღებული.

შპს "ქრიზოლითი +"-ს დაფუძნების იდეა ეკუთვნის მურად ახვლედიანს. 2014 წელს, როდესაც ორგანიზაცია ახლად შექმნილი იყო, თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატებოდა 5-ს. დღეს, 10-ზე მეტი მოწვეული ექსპერტის გარდა, ორგანიზაციაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია 35-მდე თანამშრომელი, მათ შორის მშენებელ-ინჟინრები, გეოლოგები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები, საინჟინრო ქსელების ექსპერტები, საავტომობილო გზების ინჟინრები, და ადმინისტრაციული საქმის წარმოების სპეციალისტები.

 

Project Image

მურად ახვლედიანი

ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1963 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს.

1971-1977წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 და N15 სამშენებლო ტრესტებში - სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, ქარხნის მთავარ ტექნოლოგად; N15 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1977-1981წწ. მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N7 სამშენებლო სამმართველოში უბნის უფროსადე, მთავარ ინჟინრად; 1981-1983წწ. ვანის რაიონის "კოლმშენში" მთავარ ინჟინრად; 1983-1984წწ. "საქყოფრემმშენის" N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის დაბა ვანის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1984 წლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის "საქექსპერტიზის" უფროსი მშენებელი ექსპერტია. როგორც ასოციაცია "ატუსა" და შპს "ბურჯის" მთავარი ინჟინერი, ხელმძღვანელობდა: ა. გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის, ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის, ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკის (თბილისში), ინფრასტრუქტურის ობიექტების (ბაკურიანში), წყალმომარაგების სისტემის (საჩხერეში), დელფინარიუმის (ბათუმში), გასართობ კომპლექს "ციცინათელას", საკონცერტო დარბაზისა (ურეკში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; 2009 წლიდა სათავეში უდგას ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს; არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.63-64