თბილისში მშენებლობის დასაწყებად აუცილებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის განსაზღვრა, რომელიც არსებობს 3 სახის:K1,K2 და K3.
კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ განაშენიანების რამდენი კვ.მ-ია დასაშვები ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე…
თბილისში მშენებლობის დასაწყებად აუცილებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის განსაზღვრა, რომელიც არსებობს 3 სახის:K1,K2 და K3.
კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ განაშენიანების რამდენი კვ.მ-ია დასაშვები ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე…
საქართველოს მთელი ტერიტორიის სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობის გამო, ეს სამშენებლო ნორმები და წესები ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე როგორც ახალმშენებარე, ასევე სარეკონსტრუქციო, გასაძლიერებელი და აღსადგენი საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობა-ნაგებობების დაპროექტებაზე. ქვემოთ მოცემული პუნქტები აღებულია საქართველოს ეკონომიკის სამინსიტროს ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლო ნორმები და წესებიდან (პ.ნ 01.01-09) და ეხება შენობებს, ინდუსტრიული წესით დამზადებული აგურის, ქვის და ბეტონის ბლოკების მზიდი კედლებით.
Read more
„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ მიერ ჩატარებული მეექვსე ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 29 სახეობიდან მხოლოდ 15-მა პროდუქტმა, ანუ 52%-მა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი, აქედან ხუთი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა. Read more
სენდვიჩ პანელები წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო (მათ შორის ქართულ) ბაზარზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინდუსტრიულ მშენებლობაში სენდვიჩ პანელებმა ჩაანაცვლა ტრადიციული სამშენებლო მასალები. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. Read more
მამუკა მდინარაძე და კახა კუჭავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით „მწვანე ხაზები“ გამოდიან, რომელიც იმ კანონის გამკაცრებას გულისხმობს, რომელიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს არეგულირებს.
თბილისში განსაზღვრულზე მაღალ შენობებზე ნებართვა აღარ გაიცემა. კახა კალაძის ინფორმაციით, კოეფიციენტების გადაჭარბება და გაზრდილი K2-ის გაყიდვა აიკრძალება . მისი თქმით, პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან გრძელდება, აღიკვეთება და ეს რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომლიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება წარმოებაში მიღებული. Read more
ბეტონის კარკასული შენობები არის ძალიან გავრცელებული – შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული – თანამედროვე შენობის ტიპი. სახელიდან გამომდინარე, შენობა შედგება კარკასისგან – ბეტონის ჩონჩხისგან. Read more
სტრუქტურას, რომელიც შექმნილია ბოლოებით შეერთებული ელემენტებისგან რათა შეიქმნას მყარი სტრუქტურა ეწოდება წამწე (იგივე ფერმა, იხ სურათი 1). Read more
არმირებული სარტყელი (ე.წ. “ქამარი”) მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციაა, რომელიც იმეორებს არსებული კედლების კონტურს. იგი ზრდის შენობის მდგრადობას არათანაბარი ჯდენის, ქარის დატვირთვების, ტემპერატურის ცვლილების, მიწისძვრის და სხვა მოსალოდნელი ფაქტორების დროს. სარტყელი თავის თავზე იღებს და ანაწილებს მოსულ დატვირთვას, რომლის მოწყობაც აუცილებელია, თუ შენობა ერთსართულზე მეტია, პირველივე სართულის კედლების ამოყვანის შემდგომ იწყება სარტყელის მოწყობა.
ქვის წყობა არის კონსტრუქცია, რომელიც შედგება სამშენებლო დუღაბზე განსაზღვრული წესით დაწყობილი ქვებისაგან. წყობა განიცდის საკუთარი მასის, სხვა კონსტრუქციული ელემენტების და მათზე მოდებულ დატვირთვებს და ასრულებს თბო და ბგერათიზოლაციურ ფუნქციებს.