ვის შეიძლება დაჭირდეს ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება?

ინსპექტირების დამკვეთი შეიძლება იყოს როგორც სამშენებლო დეველოპერი და ინვესტორი ასევე თავად მენარდეც. ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების შემდეგ:

  • დამკვეთი დარწმუნებული იქნება გაწეული ხარჯების მიზნობრიობაში;
  • მშენებელს უფრო გაუმარტივდება სამშენებლო მენეჯმენტის პროცესების წარმართვა.

ჩვენს მიერ ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების შემდეგ, დამკვეთს შეუძლია დარწმუნდეს რომ:

  • შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება არ არის ხელოვნურად გაზრდილი (ე.წ. "პრიპისკები");
  • პროექტისთვის ყველა საჭირო შესასრულებელი სამუშაო, შესულია ხარჯთაღრიცხვის ღირებულებაში;
  • ზედნადები, სახარჯთაღრიცხვო მოგება, გაუთვალისწინებელი ხარჯები, ტრანსპორტირების ხარჯები და სხვა დარიცხვები, შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის დადგენილებას ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ.

ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შეფასება/ინსპექტირება, ინსპექტირების ამოცანიდან გამომდინარე მოიცავს შემდეგ პროცედურებს: 

  • ხარჯთაღრიცხვაში   მითითებული   მოცულობების  შედარებას  პროექტში გათვალისწინებულ მოცულობებთან;
  • ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მასალის ხარჯის, შრომითი რესურსების დანახარჯებისა და მანქანა-მექანიზმების გამოყენების შესაბამისობის დადგენას ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან ან/და შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან;
  • გაუთვალისწინებელი ხარჯების, ზედნადები ხარჯების, დროებითი შენობა-ნაგებობების ხარჯების შედარებას საშუალო საბაზრო მონაცემებთან;
  • ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაანგარიშებების სისწორეს.