შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება მოიცავს ობიექტზე ფაქტიური მოცულობების დადგენას და სამუშაოების ღირებულების განსაზღვრას ხარჯთაღრიცხვასა და შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2) მითითებული ერთეული განფასებების მიხედვით. შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება სასარგებლოა როგორც დამკვეთისთვის, ასევე მენარდისთვის, რადგან დამკვეთი რწმუნდება ხარჯების მიზნობრიობა და სისწორეში, ხოლო მენარდეს აქვს გარანტია, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება სადაო არ იქნება.

ხანდახან, მენარდემ შესაძლოა დამკვეთს წარუდგენოს ხელოვნურად "გაბერილი" შესრულებული სამუშაოების აქტი, სადაც ისეთი სამუშაოებია აღნიშნული, რომელიც საერთოდ არ შესრულებულა ან/და ფაქტიურად შესრულდა ნაკლები მოცულობა. შესრულებული სამუშაოების ჩვენ მიერ ინსპექტირება, არის იმის გარანტი, რომ დადგინდება რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობა და განისაზღვრება მათი ღირებულება, წინასწარ შეთანხმებულ ხარჯთაღრიცხვაში არსებული ერთეული განფასებების მიხედვით.

ობიექტზე, შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება მოიცავს:

  • ხილული სამუშაოების აზომვების შედეგად, ფაქტიური მოცულობების დადგენას და მის შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და შესრულებული სამუშაოების აქტებთან;
  • შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული მასალის ხარჯის, შრომითი რესურსებისა დანახარჯებისა და მანქანა–მექანიზმების გამოყენების შესაბამისობის დადგენას ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტებთან;
  • შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული ერთეული ღირებულებების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან, ანგარიშ-ფაქტურებთან;
  • ამოცანიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული ერთეული ღირებულებების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან;
  • ყველა დანარიცხების ოდენობის შესაბამისობის დადგენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის დადგენილებასთან ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ.

"ქრიზოლითი +" გთავაზობთ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას მიუკერძოებლად, ობიექტურად და დამოუკიდებლად, უმაღლესი სტანდარტების და კონფიდენციალურობის დაცვით