სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება, შეიძლება დაჭირდეს დამკვეთს, რათა დარწმუნდეს პროექტის ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში, მიიღოს რეკომენდაციები სფეროს ექსპერტისგან და მოიყვანოს პროექტი სისრულეში, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი შედეგები.
ინსპექტირების პროცესში ძირითადად მოწმდება:
- საწყისი მონაცემების და საინჟინრო კვლევების მასალების სისრულე;
- პროექტის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებასთან;
- პროექტში არსებული სხვადასხვა ტექნიკურ/ტექნოლოგიური ნაწილების ურთიერთთავსებადობა;
- პროექტის შესაბამისობა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.
ჩვენი ორგანიზაცია, ამჟამად აკრედიტირებულია პროექტის შემდეგ ნაწილებში:
- შენობა-ნაგებობების;
- ხიდების;
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების;
- საავტომობილო გზები;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია ,წყალანირება და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;
- ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;
- არქიტექტურული ნაწილი;
- კონსტრუქციული ნაწილი
- საინჟინრი გეოლოგიური კვლევა/დასკვნა
- და სხვა ხაზობრივი ნაგებობები