ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი, მთელი სამშენებლო პროცესის განმავლობაში, თქვენი ნდობით აღჭურვილი პირია. მისი პირდაპირი მოვალეობაა აკონტროლოს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციასთან. ნებისმიერი ტიპის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა არის მუდმივი პროცესი, რომელიც ხორციელდება სამშენებლო ობიექტზე გასვლის დღიდან, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ზედამხედველობა, ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია მოიცავდეს შესაბამისობის დადგენას ტექნიკურ დოკუმენტებთან, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან, ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკთან.

ტექნიკური ზედამხედველობის მთავარი ფუნქციაა, არა მხოლოდ სხვადასხვა სახის დარღვევების აღმოჩენა, არამედ მათი დროულად თავიდან აცილება, რათა არ დადგეს სავალალო შედეგი.

ინსპექტირების ობიექტზე ჩვენი ზედამხედველების გასვლა ხდება მენარდესთან წინასწარ შეთანხმებით, მიმდინარე სამუშაოების შესაბამისად.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა მოიცავს:

  • სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;
  • გამოყენებული მასალების ხარისხისა და მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;
  • სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;
  • მშენებლის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლს ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
  • სამუშაოთა დასრულებული ეტაპების ჩაბარებას, შესრულებული სამუშაოების, პროექტთან დამოქმედ ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის დამოწმებას;
  • ფარული სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;

 

ჩვენი ორგანიზაცია დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ასრულებს ობიექტის ტექნიკურ ზედამხედველობას. ჩვენი ინსპექტორები, სამშენებლო მოედანზე, მუდმივად იმყოფებიან და აკვირდებიან/ამოწმებენ მშენებლის მიერ სამუშაოთა შესრულების პროცესს, რაც გამორიცხავს ისეთ არასასურველ შედეგებს, როგორიც შეიძლება იყოს:

  • პროექტთან შეუსაბამობა;
  • მშენებლობაში გამოყენებული მასალების დაბალი ხარისხი;
  • სამშენებლო სამუშაოების არასრული შესრულება;
  • სამშენებლო სამუშაოთა არადამაკმაყოფილებელი ხარისხი;
  • და ა.შ.